IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> რეპორტაჟი ქუთაისიდან
3 მარტს ქუთაისში გაიხსნა ახალი ფოტო კლუბი, რასთან დაკავშირებითაც მოეწყო ფოტოგამოფენა გასართობ ცენტრში ,,სულიკო" აპაჩის მიწვევით ახალი ფოტოკლუბის პრეზენტაციაზე 3 მანქანა ბოკელები დავეწყვეთ და გავემგზავრეთ ქუთაისისკენ.
ნიკას ნივა: ნიკა, გუჯა, ნიკას მამა, რებეკა. შომის რენო: მიშა (shom), შოთა, ლიკა, ნინო და შოთას მეგობარი თინა. მაგდუს სივიკი: მაგდუ, სოფო და მაგდუს მეგობარი ნიკო.
მართალია გზადაგზა მანქანები გვეკარგებოდა, მაგრამ სურამთან მაინც მოვახერხეთ ორი მანქანის თავმოყრა და პირველი გაჩერებაც და საუზმეს სწორედ იქ შედგა. ნუ რა თქმა უნდა ,,ბუფეტჩიცა" მე ვიყავი მეორე გაჩერება უკვე გვირაბის მეორე მხარე, ერთერთ რესტორანში იყო. დილის 9 საათზე 12 კაცი შევცვივდით რესტორანში და მწვადი მოვითხოვეთ . კარგად დანაყრებულები როგორც იქნა ჩავედით ქუთაისში.ცოტა გზა აგვერია და ერთი წრე შემოვარტყით ქუთაისის ცენტრს. ბოლოს მივაგენით ფოტოსამყაროს სადაც აპაჩი დაგვხვდა აპაჩი ქუთაისურად გადაგვყვა და ძალიან კარგი დრო გვატარებინა. დავათვალიერეთ ქუთაისის ცენტრალური პარკი (სადაც ზოგმა ფოტოს გადაღებაც მოასწრო) და მერე გავეშურეთ ბაგრატის ტაძრისკენ.
რებეკას კამერა მოუკვდა და ესე საწყლად იდგა კედელთან
ამით სრულდება ბაგრატის სერია
გამოფენის დაწყებამდე სულ რაღაც 10 წუთით ადრე დავტოვეთ მაგრატი და გასართობ ცენტრ სულიკოსკენ გავეშურეთ
გამოფენა მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული შესასვლელში დაცვა, რომელმაც თავიდან ფეხებამდე შეგვამოწმა დეტექტორებით, კარგი ექსპოზიცია და რაც მთავარია უამრავი ხალხი
სტუმრებს შორის იყო აპაჩის ცნობილი მოდელი ია შენ რა გითხარი აპაჩი, თურმე რა კარგი გოგო ყოფილა
გუჯამ დაათვალიერა გამოფენა და მაშინვე დისკუსიებში ჩაება