მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ბექა ლორთქიფანიძე. ვარ 18 წლის. ვსწავლობ კავკასიის ბიზნეს სკოლაში, მეორე კურსზე. ვცხოვრობ ვაკეში, ფალიაშვილზე. რო გითხრათ აპარატს ხელიდან არ ვაგდებთქო მოგატყუებთ, მაგრამ ხანდახან ვერთობი გადაღებით. ვფიქრობ რომ არსებობს ბევრად საინტერესო რამეები ვიდრე გადაღება(ჩემი სუბიექტური აზრი). მიყვარს მუსიკა. ვუსმენ: techno, house, lounge, acid jazz, ambient, chill out-ს და კიდევ ბევრ რამეს. ჩემი ჰობია ელექტრონული მუსიკის კეთება რასაც ჩემი თავისუფალი დროის 90% ეთმობა. უსაყვარლესი კომპოზიტორია გია ყანჩელი. ვუკრავ tam-tam-ზე და სხვა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. მიყვარს სიმღერა.