მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
e.k.a.t.e.r.i.n.a, ესე იგი აქ ჩემს შესახებ უნდა მოგითხროთ? ასაკით ზოგიერთისთვის ბიძია მართლა შეიძლება ვიყო, თუმცა ბაბუობამდე შორია. ისე სულით ბიძია-ბაბუასავით ახალგაზრდა ვარ და ამდენ ერთაოზს რომ გხედავთ ერთად ერთობ გახარებული ვარ - ასე შეიძლება ქეც გავფრინდე! (ახალგაზრდებო თავი შეიკავეთ გაცვეთილი, უცენზურო ხუმრობა-წამოძახილებისაგან!!!)... ისე 42 წლის ყოფილი ბიოლოგი ვარ, ამჟამად ვარ დაკავებული ბიზნესით, ხოლო გატაცებული ფოტოთი. სამწუხაროდ რაც დრო გადის სულ უფრო მიჭირს ფოტოსთვის დროის გამონახვა. მეც თქვენსავით მიყვარს ხეტიალ-ბოდიალი, თხილამურები, თევზაობა, ბალახებში წამოკოტრიალება და მწვადების აშიშხინება, მოკლედ ბუნებასთან სიახლოვე, რაც ძალიან მაკლია. მიხარია როდესაც ვათვალიერებ თქვენი გასვლების სურათებს და ვრწმუნდები, რომ დღესაც უყვართ ახალგაზრდებს აზრიანი გართობა და ჯანმრთელი დასვენება. ვინ იცის... ქნებ როგორმე მეც შემოგიერთდეთ ჩემს გოგონებთან ერთად...