მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ტაკ... 1. ნიკი - ცქნაფი 2. თამარ გეგუჩაძე; დავიბადე 1984 წლის 12 ივლისს, თბილისში 3. ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. განხრა - მთარგმნელი, თარჯიმანი. ვმუშაობ ტელეკომპანია "იმედში" მთარგმნელად და რედაქტორად. 4. ფოტოგრაფია (ვცდილობ დავეუფლო, ჯერჯერობით არაფერი გამეგება ) და ბეეეეევრი ღიმილი 5. იმედია არ მიწყენთ ტელეფონის ნომერს თუ არ დავწერ 6. დაოჯახებული, უშვილო