მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ხო ისა ახალის პონტში ვარ მე აქა და მაინც დავწერ რავიცი თუ საჭიროა
1. თვითონაც ხედავთ ჩემ ნიკს 2. ირაკლი ნადარეიშვილი 3. ვსწავლობ სკოლაში ეხ რა ვქნა მარა სკოლა ყველაზე მაგარია სკოლას ვერ შეცვლის ვერც csb, esm, gau და ასე შემდეგ 4. ჩემი ჰობია კოკაკოლის თავსახურების შეგროვება და 100 ცალს რომ შევაროვებ გადავყრი მერე ახლიდან უნდა შევაგროვო ხომ ეს ხუმრობით, ისე რავიცი CG ვაწვები (Computer Graphic) კიდე ხატვა, ხატვა მაგარი ვეშია 5. ვარ გასათხოვარი ჭაღარა, ცოლად მოვიყვანდი ასევე თეთრ თმიან მანდილოსანს