მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
KRAFTI-ი, ნიკი შევარჩიე სრულიად უაზროდ. სიტყვა, გერმანულად ნიშნავს ძალას, სიძლიერეს, რომ ვთქვა ამ თვისებით განსაკუთრებით გამოვირჩევი არ იქნება მართალი. ვარ 32 წლის, მყავს 2 შვილი, უფროსი ბიჭი კონსტანტინე და უმცროსი გოგო ანიტა...
პროფესიით: გერმანული ენის სპეციალისტი, ჟურნალისტი, PR-ის და საზოგადოებრივი კომუნიკაციების 'სპეციალისტი'... ვსწავლობდი საქართველოს და ევროპის სხვადასხვა კუთხეებში. ვმუშაობ ბევრს.
ფოტოგრაფია მიყვარს, მაინტერესებს, და ვირიცხები ფოტოგრაფიის მე-3 კურსზე. ანუ გამოთქმა "სწავლა სიკვდიმდე შენიაო" ცოტა პირდაპირი გაგებით მაქვს აღქმული
სასიამოვნოა თქვენი გაცნობა და ძალიან მომწონს ეს ფორუმი, აქედან გამომდინარე ვარ ხშირი სტუმარი...