მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
სახეალი: მაგდა ნიკი: არც თუ ძალიან დიდი გამომგონებელი ვარ - მაგდალინა გვარი: დარბაიძე საქმიანობა?!?!?! პროფესიით ჟურნალისტი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, ინტერვალებით ვმუშაობ ხოლმე, უფრო სწორად ვმუშაობდი. ჰობი: ბევრი რამ როგორ მოვხვდი ამ საიტზე და ფოტოგრაფია ჩემი აუხდენელი ოცნებაა ასე რომ ოცნების ახდენას მოგვიანებით შევცადე, მაგარი პასიური ადამიანი ვარ და ვიფიქრე ბოკეში რომ ვიქნებოდი გაწევრიანებული იქნებ შემრცხვეს და მეც რამე გავაკეთო მეთქი, აი ასე იყო ეს საქმე........... ამჟამად დიდი სურვილი მაქვს ფოტოჟურნალისტიკას დავეუფლო წერა მომწყინდა, თანაც მაგრად ხო მართლაც მცირე რამ საკუთარი დაბადების შესახებ ვარ 26 წლის ანუ დაბადებული 1979 წლის 7 ნოემბერს, ვცხოვრობ ერთ უნაცრისფერეს ქალაქში რუსთავში უფ დავიღალე .... მგონი სულ ეს არის რაც შეიძლებოდა დამეწერა