მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
დიმა კობახიძე, 22 წლის დავამთავრე სტუ, ინფორმატიკის ფაკულტეტი. ვმუშაობ ყოველთვიურ ჟურნალში, რომელიც გამოდის მოსკოვში და ეხება მოდას, bild-რედაქტორად. მიყვარს ზოგადად ფოტოგრაფია, და მინდა გავხდე "გლამურული" ფოტოს პროფი. ეს იმასაც არ ნიშნავს რომ სხვა მიმართულებებს იგნორირებას ვუწევ - პირიქით! ვისაც სსურს დამეკონტაქტოს, აი ჩემი ICQ: 19788127