მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
სახელი: გიორგი გვარი: ნინიძე დაბადების ამბები: 25 ნოემბერი 1982 წელი. ქ. სოხუმი; სპეციალობა: დავამთავრე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი, ინფორმატიკის ფაკულტეტი (2000-2004) აქიდან გამომდინარე მიყვარს კომპიუტერი. ჰობი: ფოტოგრაფია (ეს ეს არის აპარატის დაჭერა ვისწავლე), ხატვა, ვებ-დიზაინი, ვცდილობთ შევქმნათ საკუთარი საიტი www.gio-art.narod.ru, რომელიც მთლად ვერ გავამდიდრე საინტერესო ფოტოებით, რადგან არა მაქვს საკმარისი დრო და გამოცდილება; ოჯახური მდგომარეობა: მაქვს ელექტრო ლეიბი და სანამ მექნება ცოლის მოყვანას არც ვაპირებ; ვმუშაობ: ბანკში (მეტი არ გვინდა რომ ვთქვათ); საჭმელები: შემწვარი კარტოფილი ზევიდან სმეტანით (არასოდეს მომბეზრდება)...