მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
გამრჯობათ, სულ ცოტა ხანია რაც ეს საიტი აღმოვაჩინე და ძალიან მომწონს ვგიჟდები ფოტოგრაფიაზე, შემიძლია ყველაფერი მივუძღვნა და შევწირო, თუნდაც პირადი ცხოვრება, ფოტოგრაფია ჩემთვის ყველაფერია.... ნიკი: INNA ვარ ინა იმედაშვილი, დავიბადე 1984 29 ივლისს დავამთავრე თ.ს.უ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, თუმცა ბავშვობიდან მხატვრობაზე და დიზაინერობაზე ვოცნებობდი... და მოთხრობებსაც ვწერდი,მოკლედ ჩემი ნიჭებიდან ამ უკანასკნელმა გადაწონა და გავხდი ჟურნალისტი ეხლა ერთ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პრესცენტრის უფროსი ვარ.. ფოტოგრაფია ჩემთვის ჰობზე მეტია... მაქვს ფოტოებიც, თუმცა მათ არავის ვაჩვენებ, რადგან ჩემთვის იმდენად ძვირფასები არიან მათ კრიტიკას ვერ გადავიტან ჯერ ამისთვის მზად არ ვარ ამიტომ არ მაქვს აქ დადებული... ჰობი დიზაინი, ხატვა, ქარგვა და კერვაა.. ვოცნებობ მქონდეს ჩემი მოდის სახლი ვარ თვითნასწავლი მხატვარი და ისეთ საშინელებებს ვხატავ ყველას ეშინია, მოკლედ ჩემი ნახატები მნახველში მოწონებას კი არ იწვევს არამედ შიშს ვარ მარტოხელა