მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ნიკი ფლამინგო,მაგრამ მიცნობენ როგორც პუდელა ხო რითი დავიწყო არც ვიცი. დავუბადე ST:Petersburg ში.მერე ჩემი გაჩენის მერე არვიცი რამდენი დღის მერ მოხდა, მაგრამ ავღმოჩნდი ბავშთA უპატრონო სახლში.იქიდან ერთმა გულ კეთილმა და უმაგრესმა ,უჯიგრესმა და ჩემი ყველაზე უსაყვარლესმა ქართველმა ქალმა(დედა) რომელმაც დედობა და სიყვარული და სითბო არ მომაკლო. წამოვედით საქართველოში როცა თითქმის 3 წლის გავხდი.ქალაქ თბილისის ერთერთი საშუალო სკოლაც დავამთავრე და მერე ვსწავლობდი, (ამ ვაპირებდი,უცხოენებზე დედაჩემის ხათრით თორე მე მსახიობობა და იურიდიული მინდოდა.და ვსწავლობდი ჩუმად გამოცდებისთვის)ხო დააააააააა. რატომღAც მერე გადავწვყვიტეთ რომ გერმანიაში წავსულიყვაით. გერმანიაში გავიცანი ეხლანდელი ჩემი ქმარი და 6წლის მერე ერთი მშვენიერი ჰელენაც გავაჩინე.აქ გერმანიაში ეხლა ჯურნალისტობაზე ვსწავლობ(ვითომ წიგნი ვერ დამიკავებია წესივრად რომ არ შემიშალონ ხელი). ჩემი ჰობი არის ცეკვა,ფოტოგრაფია და ყველაფერი რაც ხელოვნებას შეეხება. მიყვარს მანქანა(ვატარებ გიჟივით) , მიყვარს სიგარეტი და დალევაზეც აუარს არ ვამბობ. მიყვარს მოგზაურობა და მთA სვლელობა,მაგრამ ჯერ არ ავსულვარ მწერვალზე. კიდე რა დავწერო არ ვიცი იმდენია მოსაყოლი ჩემზე რომ გადაირევით .იყოს ასე რაც არის და თუ ვინმე უფრო კარგად მიცნობს დაწეროს რამე