მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
1. ნიკი-ANITA 2.ანა თვაური 3.19 წლის. დავამთავრე მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი და ვარ ჯავახიშვილში საერთაშორისო ჟურნალისტიკის პირველ კურსზე.კაკაბაძის მსგავსად (ხომ იცით ვინ არს შენი მეგობარიო და ა.შ.) ვუსმენ ROCK-ს მიყვარს ველოსიპედი და მე და ნინი ერთად ვკივით ხოლმე როცა ქუჩაში ვინმეს ველოსიპედით ვხედავთ.ფოტოგრაფიით მეც კოლეჯში დავინტერესდი როცა ჩათვლისთვის ფოტოები უნდა გადამეღო.მუღამში ჩავვარდი i da sax por abajaiu.მიყვერს სნიკერსი და ყველანაირი ექსტრემალური სპორტი(რაღაც ბიჭური გატაცებები მაქვს მგონი ) განსაკუთრებით მიყვარს სკეიტბორდი,სნოუბორდი და ყველაფერი რაც "board"-ით მთავრდება. 4.ველოდები მოტოციკლეტზე ამხედრებულ პრინცს CANON-ით ხელში. (აპარატი ჩემთვის )