პირველ რიგში შევასწორებდი ერთ რაღაცას: განბაჟება ჭირდება არა გზავნილს, რომლის ღირებულება + ტრანსპორტირება აღემატება 300 ლარს, არამედ, რომლის მხოლოდ ღირებულება აღემატება 300 ლარს.
შესაბამისად, თუ შეიძინე 1000 ლარიანი ნივთი, ბაჟი გადასახდელი იქნება 340 ლარი (მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირება რაღაც თანხა დაჯდა)
რამდენიმეჯერ გამოვიყენე შემდეგი ხერხი: თვითონ გამყიდველს ჩავაწერინე ინვოისში ნაკლები თანხა (ეს იბეითი როცა ვიყიდე ) და არანაირი ბაჟი არ შემხებია.
ოფიციალურად კანონ ში კი ასე წერია: იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ღირებულება აღემატება 300 ლარს, ან ადგილი აქვს რამოდენიმე ერთგვაროვანი ნივთის ტრანსპორტირებას (ანუ თუ გამყიდველი ხარ და ბითუმად ჩამოგაქვს)