მაშ, ასე, 2006 წლის 8 იანვარს, 11 ბოკელი შეიკრიბა რათა თოვლის ძიებაში დაელაშქრათ მლეთა-გუდაურის მონაკვეთი მინდა გითხრათ, რომ გავატარეთ შესანიშნავი დრო და ვინც ვერ წამოვიდა, წესით ეხლა უნდა შურდეს თოვლიც ვნახეთ, ვიგუნდავეთ კიდეც, ვიხტუნავეთ, გავიყინეთ, გავლღვით, გავშრით და კარგ რესტორანში პურმარილიც მივირთვით
(რადგან სრული რეპორტაჟის გაკეთების სურვილი არავის გამოუხატავს, გთავაზობთ ფოტოსურათებს კომენტარის გარეშე). თვითომ მონაწილეებს მოვანდობ შთაბეჭდილებების გაზიარებას სურათების ქვეშ.
გენაცვალეთ! კარგები ხართ.. ოღონდ არ მომკლათ ეხლა რო გეტყვით რომ გუდაურში ვიყავი მე მაგ დროს .. ... სამი ყაზილარი მყავდა თხილამურზე დასაყენებელი... ბლაღაროდნოე დელო, ტაკ სკაზაცცცც...
ისე მაგარი საინტერესო ამინდი იყო: 1 და 2 ტრასაზე 3 მეტრში არაფერი ჩანდა და ზევით რომ იყურებოდი ცა ფაქტიურად არ იყო... მერე მივატოვე 1 საათით ნავიჩოკები და კუდებზე ავედი.. ფანტასტიკა!!! აბსოლუტურად მოკრიალებული ცა და მზე.. ქვემოთ კი გაწოლილი ნისლი რომელიც ფარავდა მთელ გუდაურს და ხეობას... უუუუულამაზესობა იყო.