მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მოკლედ! მე ვარ თამთა, 14 წლის (ჯერ პატარა ), ვარ 9 კლასში და ჩემთვის ვიღებ ფოტოებს მაგრამ იშვიათად მომწონს. ვცხოვრობ ვერაზე, ვსწავლობ 53ში და მიყვარს ქუჩაში ხეტიალი. რო გავიზრდები მინდა გავხდე ჟურნალისტი და მოვიარო მთელი მსოფლიო და გავაკეთო ძალიან მაგარი რეპორტაჟები. ხო, კიდევ ვწერ ლექსებს და ვსწავლობ გაკვეთილებს. ვსო, აი ეს ვარ!!!