მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
1. სახელი - ნინო 2. გვარი - ნატროშვილი 3. ასაკი - 23 წლის 4. განათლება - უმაღლესი-დამთავრებული მაქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისური ენა მთარგმნელ-რეფერენტი-ს ფაკულტეტი. 5. სამუშაო - ამ ჟამად ვმუშაობ კომპიუტერულ ფირმაში "Global TechnoloGy Group" ფოტო-დიზაინერი (სარეკლამო სურათები). 4 წელი მაქვს ნამუშევარი ინტერნეტ გაზეთში "www.BatumiNews.com" ფოტოჟურნალისტად! სამწუხაროდ ეგ გაზეთი დაიხურა, აღარ ფუნქციონირებს! 6. ჰობი - ფოტოგრაფია მხატვრობა - დავდიოდი სამხატვრო სკოლაში მუსიკა-(ენი ლენოქს,მადონა,U2,Black Eyed Peas,Maroon 5, შინაიდა კონორი,ნინა სიმონ,მობი,კაფე დელ მარ, ბობ მარლეი, დევიდ ბოუი, დორზი, ქოლდპლეი და ა.შ. ის რაც კარგი მოსასმენია) 7.სპორტი - ჩოგბურთი; მაქვს სერთიპიკატი მსაჯობის, რომელიც საშუალებას მაძლევს ვიმსაჯო მსოფლიოს ტურნირებზე. ჯერ ჯერობით ვმსაჯობ ბათუმსა და თბილისში, ქალთა საერთაშორისო ტურნირს "Ladies Open"
ფოტოგრაფია კი ჩემი გატაცებაცაა და სამუშაოც მეტ ნაკლებად.. პატარაობიდან მქონდა ოცნება მქონოდა კარგი აპარატი და იმის შესაძლებლობა რომ ბევრი მემოგზაურა, ნახევრად ეგ ოცნება ამიხდა, მაქვს კარგი აპარატი Canon Eos D60 ორი ობიექტივით, ერთი 28-300MM მეორე კი შირაკაუგოლნიკი "რიბი-გლაზ" 15-30MM. მოგზაურობას რაც შეეხება ეგ ვერ ავიხდინე სამწუხაროდ იმედია ოდესმე ეგაც ამიხედება
მგონი ბევრიც გამომივიდა, იმედია ამით თქვენ ცოტაოდენ წარმოდგენა გექნებათ ჩემზე