მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მე ვინ ვარ? სერიოზულად? მაშინ თვალები დახუჭეთ მე ვიწყებ მოყოლას.
მე ვარ თია მორჩიაშვილი. ვარ 25 წლის და უკვე 7 წელია რაც გავთხოვდი. მყავს პატარა (1წლის და 4 თვის ) გოგონა სახელად ჰელენა.დედიმ ენაცვალოს როგორ მომენატრა ჩემი მეუღლე არის ინჟინერი და 3 იანვარს გახდება 41 წლის. მე ვცხოვრობ გერმანიაში და ამჟამად ვსწავლობ დაუსწრებელზე. ჯურნალისტი მინდა გამოვიდე და ბევრი რამ მინდა კიდე ცხოვრებაში მივაღწიო. ა აი ვარ მე და ჰე