მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
1. ნიკი - GOREC 2. სახელი, გვარი - ლევანი შერმადინი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა-კინო-რეჟისორი,მარა გული მწყდება რო ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ,იმედდი მააქვს ამ უახლოეს მომავალში ჩემ გადაღებულ კინოს შემოვთავაზებ მაყურებელს,მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიებიც მოვიარ -მივიარე,ახლაც ვმუშაობ {სად ვერ გეტყვით} ვიდეო-ოპერატორათ(ხელფასის გამო)და ჩემი გამოგზავნილი სურათებიც თითქმის სულ ვიდეოთი იმიტომ არის გადაღებული,აპარატი არ მააქვს და იმიტო .მომავალში ალბათ შევიძენ და უფრო ხარისხიანი სურათებიც გამომივა, 4. ჰობი-მთებში სიარული და მოგზაურობა-მე ხომ მთიული ვარ 5. ოჯახურ მდგომიარობაზე - დასაოჯახებელი