მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
1. ნიკი - მაკუკუ, შემარქვა ძმის შვილმა დაახლოებით 7 წლის წინ და უკვე ძალიან ბევრი მეძახის
2. მაიკო კუდავა, 10 ივლისი, 1983 წელი.
3. მიყვარს მოგზაურობა; წყალი ჩემი სტიქიაა, ვცურავ ტალღებში უშიშრად - სვანური სისხლი ხშირად ყივის ჩემში დედა მყავს სვანი, ბებია კახელი, მოკლედ მაგარი ნარევი ვარ. მიყვარს ცხენები, ბავშვები (რა კარგი გადასვლა იყო : ))), ხოოოოო მიყვარს ხინკალიიიიიიი რაც მთავარია და "კაცური" საჭმელები, სალათები ძალიან შორსაა ჩემგან
არასდროს დამიწერია საკუთარ თავზე და საშინელი ყოფილა
ვარ საქართველოს ნაკრების ფანი ნებისმიერ სპორტში იმედია როდესმე გაამართლებენ.
4. ჩემი ძმა იღებს ფოტოებს კარგად, მოწყობილი აქვს რამდენიმე გამოფენა. ეს აპარატი (მინოლტა) მერგო მისგან შთამომავლობით ახლა იმედი მაქვს რომ უკეთეს ციფრულს იყიდის და... თვალი მაქვს დადგმული მოკლედ ციფრულებზე, იმიტო რო ბეჭდვამ დამტანჯა. ნახევარი წელია მოვკიდე ხელი ფოტოგრაფიას ცოოოოტა სერიოზულად.
5. ხო მართლა, ვარ ფილოლოგი, საგამომცემლო საქმის განხრით. ჩემი ამჟამინდელი მუშაობა გამომცემლობაში "არ გეიშვა"..
უკვე ყველა ბოკელი ძალიან მიყვარხართ და იმედია მალე გაგიცნობთ. მეამაყება რუსთაველზე გასვლა თქვენს ფოტოებს რომ ჩავუვლი ხოლმე მარა ახლა რატომღაც ჩამოხსნეს..