მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
Natura, ნეტა რატომ შეგარქვეს, ან ვინ? ახლა რაც შემეხება მე:
1.Cyb 2. ნიკა [ნიკანდრო, ნიკოლოზი, ნიკალა, ნიკალაიჩიკ, უფონი, ნიკუშა, და მრავალი სხვა უბედურება] გოგოჭური. [შვილს ალბათ დუდუკს დავარქმევ და იქნება დუდუკი გოგოჭური] 3. პროფესია: კავშირგაბმულობის სპეციალისტი. ძირითადი საქმიანობა: 3D. 4. ჰობი: ფოტოგრაფია მიყვარს, ავტომოტოსპორტი მიყვარს, მანქანით ფიგურული სრიალი მიყვარს, ტანგოს ცეკვა მიყვარს [ნათურ, ] , ბევრი რამე მიყვარს, კითხვა, წერა, ხატვა... ლაპარაკი მიყვარს ძალიან ლაზღანდარობა და თხზუზობა [ანუ შეთხზვა] მიყვარს კიდევ და რავი, 10013 საშინელება კიდევ... ბავშვობის ჰობი, ბავშვობაში ორი ბუშტი მქონდა და მაგით ვთამაშობდი... ახლა ინვალიდი ვარ. 5. სახლის მისამართი ჩემი არავის აინტერესებს ალბათ, და დაბადების თარიღი და ადგილი კი : ქ. თბილისი [დაფუძვნებულია ჩემი ბიჭის, ვახოს მიერ, ერთ ერთი გასეირნების დროს, რავი ალბათ დაფუძვნების ხასიათზე იყო...] მესტო დეისტვია: მე5 სამშობიარო [მაშინ ის ჯერ კიდევ ავჭალაში იყო, მე ამ სამშობიაროს უკანასკნელი კლიენტი ვიყავი. ჩემი დაბადების მერე მათ თქვეს, რომ ახლა ყველაფერი ნანახი აქვთ ცხოვრებაში და სახალხო სუიციდით დაასრულეს მოღვაწეობა. მას მერე სამშობიაროში აღარ შეისვლებოდა და ის დაანგრიეს. ახლა მანდ აღარაფერი მიუთითებს ასეთი გამოჩენილი ადამიანის დაბადებაზე... ა ჟალ.. ადრე კედელზე ბიძაჩემმა "ნიკა" დააწერა... ვანდალიზმ....] ეს ტრაგედია მანდ 25/04/1983 21:33:13 დატრიალდა... არადა რა კარგად იწყებოდა დღე... 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე"": უცოლო [ფეის კონტროლს ვერ გავდივარ, მერამდენედ ვიჭრები მაგ ეტაპზე )))))]
That's all I can say about it... [Forest Gump]
გმადლობთ, რომ ასე გულმოდგინედ აფურთხეთ მონიტორს...