მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
გამარჯობა! ნათურა, მეგობრებმა შემარქვეს რატომღაც ვარ ნათია ხულუზაური, 24 წლის. ხელოვნებათ მცოდნე, ჟურნალისტი. ამჟამად ვმუშაობ ტელე-კომპანია "იმედში". არადა აშკარად ჯობდა ან ცეკვა გამეგრძელებინა, ან მუსიკა... რას იზამ... ჰობი, ბევრი მაქვს... ბევრ რამეს მივედ-მოვედები, მაგრამ საშინლად ზარმაცი ვარ... ისე, ფოტოგრაფია მიყვარს ძალიან... იყო დრო როცა ხშირად ვიღებდი... ახლა საკმაოდ დიდი ხანია აღარაფერი გადამიღია და ისევ მინდა დავიწყო ფოტო-აპარატით ბოდიალი... მიყვარს მთაში სიარული, კლდეზე ცოცვა, ბუნებაში ხეტიალი, ცეკვა, ცურვა, კლასიკური მუსიკა, ჯაზი, ბლუზი... და ჩაი... სხვა რა გითხრათ? ძალიან მიხარია, რომ არსებობს ეს საიტი და მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მის დამფუძვნებელს...