მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
1. --- 2. ნელი აგირბა. 19 წლის გახლავართ. 3. თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ მე-2 კურსზე. კიდევ მუსიკალურ სასწავლებელში სიმებიან განყოფილებაზე. არფისტი ვარ. ვმუშაობ მხოლოდ ხელფასისთვის და რაც ცუდია, ეს მთრგუნავს კიდევ, რამდენიმე თვეა,რაც დავაფუძნეთ NGO, უამრავი საქმე გამიჩინა. 4. ჰობი - რავი,ბევრია. გრაფიკული მხატვრობა, რაიმე ენის სწავლა , სასწაულების აღმოჩენა, ბილიარდი, ჩოგბურთი და ა.შ. ფოტოგრაფია ყოველთვის მაინტერესებდა, უფრო - შავთეთრი. გუშინ გავაფუჭე ჩემი გადაღებული 1-ლი ფირი... Fედ-ით გადავიღე (ხომ გმირი ვარ?!!) და ბოლოს გაჭედა. შემდეგ ფირს ზენიტში ჩავდებ. 5. ვინ ვარ?- ადამიანი, რომელსაც ხშირად არაფრის სწამს, არც ეშინია, მაგრამ მომავალი აინტრიგებს. ალბათ ეს იმას ნიშნავს, რომ აზარტული ვარ 6. არ მინდა ბავშვობა მომენატროს! 7. მადლობთ ამ საიტისთვის! ოღონდ მართლა!