მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
თუ ვინმეს აინტერესებს... ნინო ტაბუცაძე 21 წლის. ჟურნალისტი, მაგრამ ხანდახან ვჟურნალისტობ ხოლმე ისე бездельник ვარ ჯერჯერობით მაგისტრატურაში ვარ. ფოტოგრაფია მიყვარს ბავშვობიდან - არც ვიცი, რამდენი წელია ჩემთვის ვაჩხაკუნებ, თითქმის ყველგან და ყოველთვის ინტერესები: კინო, თეატრი, ბალეტი, ე.წ. ვიზუალური ხელოვნება, ტენისი, მსოფლიოში ბოდიალი და თხილამურებიიიიიიიიიიიიიიიი... თან მიყვარს ყველაფრის ამის ფოტოგრაფირება