მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
კარგი topic-ია. თავის ჩვენება არ მიყვარს, მაგრამ ამავე დროს არც ინკოგნიტოდ დარჩენა მსიამოვნებს. ამიტომ ჩემი "CV"-ს შემოგთავაზებთ.
სახელი: ხატია ე.-მ. ასაკი: 27 პროფესია: ენათმეცნიერი, ინგლისური, გერმანული და პორტუგალიური ენების სპეციალისტი ჰობი: ცურვა, მთაში სეირნობა, ფოტოგრაფია. ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული. ჩემი ერთ-ერთი "ჰობი" გამომდინარეობს ჩემი პროფესიიდან, კერძოდ, მიყვარს სხვადასხვა ენების გრამატიკისა და ფონეტიკის შედარება და სხვადასხვა გრამატიკული და ფონეტიკური მოვლენების მიზეზების ძიება და ახსნა. ფოტოგრაფიით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ჩემი პირველი ფოტოაპარატი CANON EOS 300 შევიძინე. თუმცა აქ განთავსებული ჩემი ყველა სურათი არის CANON Power Shot A510-ით გადაღებული.