მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ბიოგრაფია, რომელიც შეგიძლიათ გამოტოვოთ! აბა, ხომ არ მოიწყინეთ უჩემოდ? 1. გახლავართ ნატა იორდანიშვილი. თუმცა ყველა ნატალის მეძახის. ამ ფორუმზეც ძალიან მინდოდა ეგ ნიკი მქონოდა, მაგრამ არაო. 2. დავიბადე 82-ში, სექტემბერში.(თუმცა ქალწულის ნიშნის ბევრი არაფერი მცხია!) 3. ვსწავლობ უცხო ენებში. მარადმწვანე სტუდენტი ვარ და ვაპირებ გავაგრძელო! 4. საყვარელი საქმიანობა-ვინ მოსთვლის. ნამეტანი ინტერესიანი ვარ და ყველაფერს ვეპოტინები. ჯერ ბოლომდე ვერაფერი მივიყვანე-მოკლედ ძიებაში ვარ! ა) ხატვა ბ)პოეზია- საკუთარი და ბრიტანული. განსაკუთრებით ინგლისელი მეტაფიზიკოსები (ვწერ წიგნს მაგათზე) გ) მუზზზიკა- ზემფირას ოფიციალური ფანი. ჯგ. კინო. ნიკ ქეივი. ბრაზილიური ჰანგები. ბობ მარლი. გორან ბრეგოვიჩი. როდ სტიუარტი, კლასიკური ჯაზი და კიდევ ვინ მოსთვლის რა. დ)ფოტოხელოვნება (ოღონდ ჯერჯერობით უბრალოდ ვაჩხაკუნებ! ) ე)ადამიანებთან ურთიერთობა, სიყვარულიიიი (ეს უმთავრესი საქმიანობაა!! კაი გაგებით, რა თქმა უნდა) ვ) და ა.შ. 5) ამჟამად თბილის-ქალაქში ვცხოვრობ, მაგრამ ისე სუფთა კახელი ვარ და ამით ვამაყობ! აპაჩის გასაგონად-ჩემთვის დედაქალაქი- თელავია!!!! 6) ვეძებ, და იმედია -მეძებენ! ბოდიში. რამდენი დამიწერია?!