მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
პირველად რომ ვნახე ეს საითი, მას შემდეგ გამორიცხულია რომ ყოველდღე რამოდენიმეჯერ არ შემოვიდე, დამისვეს კიდეც დიაგნოზი - ესე თქვეს www.boke.ge არისო. მე ვარ დათო კორძაძე, 28 წლის, 1 სპეციალობა იურისტი - სისხლის სამართალი, 2 სპეციალობა უცხო ენები - ძირითადი ინგლისური და + მესამეც სამხედრო განათლება. ჰობია ასტრონომია და წყალქვეშა სამყარო, აი ესე ზემოთ ქვემოთ ვარ მოდებული. . ერთადერთი, რაზეც მწყდება გული, რომ ჯერჯერობით ჩემ სურათებს ვერ ვდებ, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ (იმედია). სხვა მეტი რა?, უფრო ავატარში თუ დაინახავთ რამეს