მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
1. keto 2. ქეთი ოთიაშვილი, 28/06/83- ში დავიბადე. 3. დავამთავრე თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ამჟამად ვსწავლობ ენისა და კულტურის სახ. უნივერსიტეტში სინქრონული თარგმანის განყოფილებაზე (ინგლისური). 4. მიყვარს ცურვა, თხილამურები, მთა. ფოტოგრაფია დიდი ხანია მიტაცებს, რაღაცეებიც მაქვს გადაღებული, მაგრამ ხარისხი ბევრი არაფერია და არც მიცდია აქ დადება. გუშინ ვიყიდე ციფრული და იმის შემდეგ რაც ცოტა გავერკვევი გადაგების ტექნიკაში (აქაც თქვენ უნდა გთხოვოთ დახმარება ალბათ ) ჩემი სურათებიც გაჩნდება გალერეაში 5. 6. single