და პატარა რეპორტაჟი: ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საოცნებო მოგზაურობა. ჯერ კიდევ V კლასში ვიყავი როცა შემთხვევით ვნახე ოშკის და ოპიზის ფოტოები(რომელიღაც საკლასო წიგნში) და იმ დღიდან მათი ნახვის სურვილი გამიჩნდა, მოგვიანებით როცა უფრო ბევრი გავიგე მათ შესახებ სურვილი წყურვილად გადამექცა. ვერასდროს წარმომედგინა რომ მე მათ ვნახავდი. ეს იყო აუხდენელი ოცნება, ოცნება რომელიც ავიხდინე, რაც შეუძლებლად მიმაჩნდა
ტაო კლარჯეთი, 2003 წელი 2- 9 ოქტომბერი სამწუხაროა რომ უკეთესი ფოტოები ვერ ჩამოვიტანე, მაშინ არც აპარატი და არც შესაბამისი გამოცდილება მქონდა
amilaxvari და e.k.a.t.e.r.i.n.a რა თქმა უნდა, არასწორი ნათქვამია. ვაღიარებ. მაგრამ, ვიყენებ ჩემს აზრის და სიტყვის თავისუფლების უფლებას და ვამბობ! ჩემზე სამების ტაძარი ტოვებს შემზარავ შთაბეჭდილებას. ის უდიდესი მორიდების, მოწიწების, სიმშვიდის და წიწყნარის გრძნობა რომელიც მეუფლება, სიონში, ალავერდში, ჯვარზე, სვეტიცხოველში, თუნდაც სოფელ წერაქვის პაწაწინა ღვთისმშობლის ეკლესიაში, აბსოლუტურად ქარწყლდება სამებაში. უზარმაზარი ეკლესია, რომელიც შიგნიდან სახელმწიფო კანცელარიას უფრო გავს ვიდრე სალოცველ, მუხლისმოსადრეკ ადგილს. მომიტევეთ ყველამ ვისაც მე ამით შეურაწყოფას ვაყენებ. შეიძლება ეს ჩემი უმეცრებით არის გამოწვეული მაგრამ ეს არის ის რასაც ვფიქრობ და ვინაიდან მე ქართული მართმადიდებელი ეკლესიის ნაწილი ვარ, თავს უფლებას ვაძლევ ღიად გამოვხატო ჩემი აზრი.