და პატარა რეპორტაჟი: ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საოცნებო მოგზაურობა. ჯერ კიდევ V კლასში ვიყავი როცა შემთხვევით ვნახე ოშკის და ოპიზის ფოტოები(რომელიღაც საკლასო წიგნში) და იმ დღიდან მათი ნახვის სურვილი გამიჩნდა, მოგვიანებით როცა უფრო ბევრი გავიგე მათ შესახებ სურვილი წყურვილად გადამექცა. ვერასდროს წარმომედგინა რომ მე მათ ვნახავდი. ეს იყო აუხდენელი ოცნება, ოცნება რომელიც ავიხდინე, რაც შეუძლებლად მიმაჩნდა
ტაო კლარჯეთი, 2003 წელი 2- 9 ოქტომბერი სამწუხაროა რომ უკეთესი ფოტოები ვერ ჩამოვიტანე, მაშინ არც აპარატი და არც შესაბამისი გამოცდილება მქონდა
ნდააა, გული შემიწუხდა ამის ნახვისგან! ვანიჩკები, შომ, დიდი მადლობა. ეგეთი ძეგლები აქ თუ იყოს უნამუსო ვიხო. ამ სამების ტაძარში ფულის გადაყრას, ნაწილ-ნაწილ ჩამოეთათ ოშკიდა და აქ აეშენებინათ თავიდან....
ნდააა, გული შემიწუხდა ამის ნახვისგან! ვანიჩკები, შომ, დიდი მადლობა. ეგეთი ძეგლები აქ თუ იყოს უნამუსო ვიხო. ამ სამების ტაძარში ფულის გადაყრას, ნაწილ-ნაწილ ჩამოეთათ ოშკიდა და აქ აეშენებინათ თავიდან....
ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ ფულის გადაყრა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, როცა სამების ტაძარზეა საუბარი, აი პატარ-პატარა ეკლესიებს რომ აშენებენ ბიზაშვილ-მამიდაშვილების სახელზე და მოდად რომაა ქცეული ეს საქმე, იმაზე კი შეიძლება გაკიცხვა. მაგრამ ოშკი და ვარძია რომ აღადგინონ, მერე სად მიაწერენ საკუთარ სახელს?