და პატარა რეპორტაჟი: ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საოცნებო მოგზაურობა. ჯერ კიდევ V კლასში ვიყავი როცა შემთხვევით ვნახე ოშკის და ოპიზის ფოტოები(რომელიღაც საკლასო წიგნში) და იმ დღიდან მათი ნახვის სურვილი გამიჩნდა, მოგვიანებით როცა უფრო ბევრი გავიგე მათ შესახებ სურვილი წყურვილად გადამექცა. ვერასდროს წარმომედგინა რომ მე მათ ვნახავდი. ეს იყო აუხდენელი ოცნება, ოცნება რომელიც ავიხდინე, რაც შეუძლებლად მიმაჩნდა
ტაო კლარჯეთი, 2003 წელი 2- 9 ოქტომბერი სამწუხაროა რომ უკეთესი ფოტოები ვერ ჩამოვიტანე, მაშინ არც აპარატი და არც შესაბამისი გამოცდილება მქონდა
საინტერსო იდეაა! ამ წმინდა ადგილების და ისტორიული ძეგლების სათანადო დონის ფოტოსურათები (მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არაერთი ექსპედიცია ყოფილა გასული ამ ჩვენს ძველ ტერიტორიაზე) ჩვენთან საქართველოში პრაქტიკულად არ მოიპოვება.