ეგ კი არის, მაგრამ აქ ვინ არის მაგ აპარატის ფაქიზად დამშლელი და მერე ამწყობი, ისე რომ ნაწილები არ დარჩეს და აპარატმაც ახალივით იმუშავოს? გეგულებათ კარგი ოსტატი? მე რამდენადაც ვიცი (შეიძლება ვცდებოდე), მატრიცას დაყენების მერე უნდა რეგულირება და მაგას კი სპეციალური სტენდი სჭირდება, რომელიც უბრალო ხელოსანს ნანახიც კი არ ექნება.
ჯობია, ისევ ქენონს მიწერო და თვითონ გირჩევენ როგორ მოიქცე და შესაძლოა რემონტის ფასებიც გამოგიგზავნონ. უახლოესი და ხელმისაწვდომი ჩემი აზრით არის თურქეთის ფილიალი, დუბაიში და რუსეთში. თავისთავად ევროპის ნებისმიერი ქვეყანა. ვინმე წამსვლელი რომ ნახო არ ნუნდა გიგჭირდეს, ქართველები ყველა მიმართულებით მოძრაობენ საბედნიეროდ) ისე კი თურქეთში თვითონ შეგიძლია გადასვლა, უცებ გაარემონტებენ და იქაურ ხედებსაც გადაიღებ.