მე ფერად სურათებს ვიღებ ,მაგრამ მერე ვაშავთეთრებ...ჩემთვის შავ-თეთრი უფრო ეფექტურია ვიდრე ფერადი ჩემი აზრით ფერადი ფოტოები ძალიან გადატვირთულია (ანუ ძალიან ბევრი ფერებია) მაგრამ თუ ბუნებას ვიღებ მაშინ ფერადი მირჩევნია რომ დარჩეს (ბუნებას ფერები უხდება და ეს არ მაღიზიანებს)
თქვენი აზრი მაინტერესებს თქვენ რატომ ანიჩებთ უპირატესობას შავ-თეთრ ფოტოებს?
მგონი თავს არ უნდა ვზღუდავდეთ. ზოგ სურათს შავთეთრი უხდება, ზოგს კი ფერები. რაც უფრო დიდი არსენალი და გამოხატვის ხერხები იქნება, მით უკეთესი. ნაირფეროვნება ყოველთვის კაგია. ადამიანი ერთ რამეზე არ უნდა იყოს ჩაციკლული. ფანატიზმი ცხოვრების არცერთ სფეროში არ ვარგა. მთავარია ვგრძნობდეთ რა სიტუაციაში რომელი ფოტო უფრო კარგათ გადმოსცემს შინაარს, განწყობას და იდეას, მიიტანს მაყურებლამდე ჩვენს ნათქვამს. და კარგია, რომ ეს გემოვნებით იყოს გაკეთებული. რაც უფრო მდიდარი და მრავალმხრივია ჩვენი შემოქმედება მით უკეთესი.