მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ წესებმა თავბრუ დამახვია, მაგრამ რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს ფოტოგრაფიის სიყვარული
მოკლეთ როგორც იქნა მეღირსა აქ დარეიგსტრირება. მეღირსა, იმიტომ, რომ გამიჩნდა საკუთარი (!) კომპაქტური სარკული აპარატი და მოთხოვნილება მაქვს გავუზიარო ქართულ საზოგადოებას ჩემი ნამუშევრები და უფრო მეტი ვისწავლო მისგან. მე გახლავართ დარბაიძე გიორგი, 1982 წელს დაბადებული ჯეელი, ვმუშაობ და როგორც ყველა დაკავებულ ადამიანს მეტი თავისუფალი დროის მოთხოვნილება მაქვს. პროფესიით მათემატიკოსი, მაგრამ ამჟამად საშემფასებლო ბიუროს ექსპერტი. უმთავრესი ჰობი გართობაა, მაგრამ მრავალი სახის, მთის ველოსპორტი, მოგზაურობა, ფოტოგრაფია, ახალი ტექნოლოგიები და კონოხელოვნებაც ასევე.
გახლავართ შეძლებისდაგვარად დამოუკიდებელი და თავისუფალი, რის საშუალებასაც უცოლშვილობა მაძლევს