BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> იდეები და მოსაზრებები ბოკეს გამოსაცოცხლებლად, დაწერეთ არ დაგეზაროთ

| |
Peso
post Apr 20 2012, 12:56
#1 

Amateur+ Amateur+
6,305


მე რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ეს გარკვეულწილად ტექნიკურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული რაც "თანხა" ეღირება. ფაქტია რომ:

- საიტის ფუნქციონალი მოძველდა;
- მხოლოდ ფორუმი აღარ ამოძრავებს იუზერებს;
- საჭიროა ალიანსები / ე.ი. ტექნიკური ცვლილება;
- საჭიროა ერთი შტატიანი გაყიდვები მენეჯერი, როლელიც მოიძიებს რეკლამებს და სპონსორებს, რაც შემდეგ მოხმარედება ამავე საიტს;
- საჭიროა ერთი შტატიანი პრ მენეჯერი, რომელიც იზრუნებს განვითარებაზე, დააგენერირებს იდეებს ჩვენგან და თავისი ძალისხმევით;

ეს რაც თავში მომივიდა ნაუცბათევად.

სხვა იდეები...?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
ramaz
post Apr 21 2012, 00:03
#2 

Amateur Amateur
308


Peso,
ბესო თუ გახსოვს შარშან ლაშა ფალავანდიშვილმა მსგავსი პრობლემა ერთხელ უკვე წამოჭრა თემით ,,დეგრადირებულლი ბოკე" იმ თემამ ფორუმზე 10 ფურცელი გაავსო გამოხმაურებების სახით და იყო უამრავი რჩევა და რეკომენდაცია, მაგრამ ხომ გაგიგონია კედელზე ცერცვის შეყრის ამბავი ისე გამოვიდა. ინ-ში პოსტების დაწერა ზოგჯერ საქმეს ვერ შველის. იდეები იმდენი შეიძლება მოგროვდეს , რომ წაკითხვა დაგეზაროს. მგონი უკეთესი იქნება თუ რეალურ შეხვედრაზე გადავიტანთ აქცენტს, ვთქვათ ბოკეს ოფისში ( მე პირადად არ ვარ იქ ნამყოფი და არ ვიცი არის თუა არა ეს შესაძლებელი), ან სადმე სხვაგან... რა თქმა უნდა ადმინისტრაციის წევრების ჩართვა კარგი იქნება. ერთია როცა სახლიდან გაუსვლელად წერ კომენტარს - მეორეა როცა რეალურად განიხილავ პრობლემას შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვით, რისკების გათვლით, შედეგების ანალიზით, ტექნიკური და ფინანსური საშუალებებით. საიტის რეიტინგი ბევრი სხვა რამითაც არის განპირობებული, მარტო ფოტოსურათების ატვირთვა და შეფასება (ძალიან ხშირად გაუგებარი კომენტარებით) არ უშველის საქმეს, საიტზე უამრავი თემაა გახსნილი ფოტოგადაღების რეკომენდაციებით, სწავლების მეთოდებით, დავაკვირდეთ თუ რამდენ ადამიანს აქვს ნანახი და წაკითხული-სამწუხაროა მაგრამ ძალიან ცოტას. მარტო ეს მაგალითიც საკმარისია რეიტინგის დასადგენად. შესაბამისად იტვირთება საიტზე უამრავი სურათი ყოველგვარი აზრის, ჟანრის გარეშე, ზოგი სურათი მხოლოდ ,,ფოტოშოპშია,, გადაღებული, ზოგი ,,პროფესიონალური" სურათი კი მობილურით, რა თქმა უნდა გეკარგება კაცს ხალისიც და აქტიურად მოღვაწეობაც. ამიტომ თუ გვინდა ე. წ. სიტუაციის გამოსწორება რეალური შეხვედრაა საჭირო, შესაძლოა საკუთარი ფოტოკონკურსების მოწყობაც, საკუთარი ჟიურით, პრიზებით... გასვლების ჩატარება - გაპიარება, სისტემატური შეხვედრების ჩატარება, მსჯელობა ფოტოტექნიკაზე, სურათებზე, გადაღების მეთოდებზე. პერიოდულად მიწევს შეხვედრა (უფრო ხშირად მშრალ ხიდზე) ფოტომოყვარულებთან და ვხედავ რა დაიტერესებით გისმენენ ახალგაზრდები. რეალურად ფოტოს არც ერთი სასწავლო წიგნიც კი არ არსებობს ქართულად, ტერმინოლოგიაზე ხომ საერთოდ ჩუმად ვარ. ფოტოაპარატების ობიექტივების ავკარგიანობა პრაქტიკულად მხოლოდ ყიდვა გაყიდვის პერიპეტიებში მოიხსენიება, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა. სულ ცოტა 7 ფოტო კურსის პროგრამა მაქვს ნანახი და თითქმის ყველა ფოტოშოპის შესწავლის კურსი უფროა ვიდრე ფოტოგრაფიის.... სადამდე გავაგრძელო არ ვიცი. ამას ყველაფერს უნდა მივაბათ ბოკეს არსებობა კი არა სიცოცხლე.. აი მაშინ ექნება რეიტინგიც და ჟრიამულიც... ბოკეს საიტის შექმნის იდეაშიც რამდენადაც მე ვიცი ეს იყო ჩადებული მაგრამ... მოკლედ დავგეგმოთ შეხვედრა და ჩამოვყალიბდეთ თუ რითი შევძლებთ დახმარებას. პირადად სადაც საჭირო იქნება მოვალ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Peso   იდეები და მოსაზრებები ბოკეს გამოსაცოცხლებლად   Apr 20 2012, 12:56
toricheli77   ყველა საქმესო ბოლომდე ჭირდებაო მიყვა...   Apr 21 2012, 00:18
Peso   გეთანხმებით! მე საქართველოში არ ვარ...   Apr 21 2012, 00:21
Mikheil Samkharadze   იყოს ეგ სეხვედრა, ოღონდ ჩატარდეს, თუნდ...   Apr 21 2012, 01:55
ramaz   Mikheil Samkharadze, მიშა დაველაპარაკოთ ბოკეს ამი...   Apr 21 2012, 01:58
LOOSER   ამ ყველაფერს რიცხვის და საათის დაწერ...   Apr 21 2012, 13:38
batukela   მოდით, დავთქვათ ერთი კონკრეტული თარი...   Apr 22 2012, 18:00
LOOSER   batukela ისე მაინც შევიკრიბოთ :D ა? :D   Apr 22 2012, 21:17
ranina   გააცოცხლეთ და გამოაცოცხლეთ,აგერ ვარ ...   Jun 14 2012, 19:19
dimko   მე ახალი ადამიანი ვარ თქვენს საიტზე, ე...   Feb 7 2013, 13:46
dimko   მივიღოთ მონაწილეობა ABBYY FineReader-ის კონკურ...   Feb 15 2013, 20:44
Mikheil Samkharadze   მოდერატორი ჭირდება საიტს   Apr 17 2013, 01:13
Levan Sikharulidze   +!   Apr 19 2013, 00:24
galaqtiona   :lol: Added @ [mergetime]1366393346[/b] გამოსაცოცხლებლად გად...   Apr 19 2013, 21:41


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 17th June 2025 - 01:52

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'