აბა რომელი ობიექტივი ჯობია კროპიანი აპარატებისთვის?
17-40 არც ისე ფართეა, სამაგიეროდ ფიქსირებული დიაფრაგმა და L კლასი თავისას შვება 10-22 ხშირად საკუთარი ფეხებიც კი ჩანს კადრში იმდენად ფართეა, მაგრამ სურათს ამახინჯებს. ხშირად კრეატიული და მხატვრული დატვირთვა აქვს მაგრამ მაინც...
მოკლედ ვისაც გქონიათ შეხება ამ ლინზებთან დაწერეთ თქვენი აზრი. რომელი უკეთეს ხარისხს იძლევა? რომელი უფრო მეტ ჟანრს ფარავს? landscape photography რომელი უკეთესია?
გაითვალისწინეთ რომ 10-22 არის EF-S ანუ ფულფრეიმზე არ წავა.
wrangler, 40-სკენ ჩემ კონკრეტულ 17-40-ს ღია დიაფრაგმაზე მართლაც ჰქონდა პრობლემები, თუმცა ძალიან იშვიათად ვიღებდი მაგ კუთხეზე. 90% კადრებს 17-ზე ვიღებდი და დიაფრაგმა გინდ გაგეღო გინდ დაგეხურა ისეთი ხარისხი ჰქონდა რო მეტი არ მოგინდებოდა (30D-ზე).