არაა დიდი ხანი რაც ოლიმპუსმა გაისროლა პირველი ციფრული პენ-ი, მერე პანასონიკი მიჰყვა. ის კი არა უკვე მე-2 სერიაც გამოფინეს მზეზე. იქ ლაიკამ დააძახა, რაღას 4/3 ფორმატიო, აჰაა და ბარემ არასრულ-მატრიციანი სარკე-შუშაბანდიანი კამერის ზომა გული ჩავუდოთო (ნუ, დააფასა კიდეც როგორც იცის ხოლმე მაგ ფინთმა მაგან!).
ამ ყოლიფერმა შენ უყურე და კაი გნიასი გამოიწვია ფოტო-ამქარში. მითამ ახალი ნიშა-ნიკორა სჩითამსო ?- გაუბედა და იკითხა ზოგმა. არაო, სანამ ბობოლები არ გაერევიანო მაგ საქმეშიო, მანამ არც იფიქროთო. საინტერესო კი არის, დორბლმდენიც კიო, განსაკუთრებით ეს საყვარელი რეტრო სტაილინგიო.
მოკლედ, გამოხდა ხანი და პირველი ბობოლაც გამოკუსკუსდა ასპარეზზე. ეხლა, აქ ნუ დავიწყებთ ეგ რა ბობოლააო, ეგ გუშინდელი გამოჩეკილი ბახალაო, ესაო ისაო - გუშინდელია თუ დღევანდელი, იმფერი ლაჯით შემოვიდა ამქარში რო არ იქნება მაგის ისა, რა ჰქვია, ჰო, იგნორირება. სონი-ზე ვამბობ რაღა.. ჰოდა აი, ამოიღო და დადო . თან ერთი კი არა ორი დადო: "ნექს-5" და "ნექს-3":
ეხლა დიდი ქოთ-ქოთია - ადრეც კი იყო ისე, ჩვენში დარჩეს - ქენონა და ნიკორა თუ ხარშამენ ჩუმად ძვლიანსაო თავის ლაბარატორიებში. გულფანცქალა ფოტოჯეელობა ამბობს რომა არ იქნება რო არა შვრებოდნენო. რავი, მეც ეგრე მგონია - ძაან პრაქტიკული რამეა და ვერ წაუვლენ. თანაც ფული ხო უყვართ არა? მაშ როგორ?! მე პირადად რაღაი ქენონიანებში ვწერივარ, ველოდები, თან სული მიკაწკაწებს, ძაან თუ გასჭიმჭიანურეს ამათ, მანამდე ხომ არ ჩავბღუჯო ოლიკო ბიცოლა-თქო...
ჰოდა ეგრე. ეს ამდენი იმიტომა, რომა ერთი თემა კი ეკუთვნის ამ ახალ ციფრულ რეინჯფაინდერულ ჯეელებსა და გავხსნათ რაღა... და დავყაროთ ინფოები, ტესტები და თუ ვინმემ გაუბედეთ და იყიდეთ უკვე, თქვენი შეფასება-ჰაზრებიც არ დაამადლოთ ბოკესა.
იხარეთ და იმრავლეთ ამ გაგანია მაისში. ჩემკენ ცხელა, რა ვქნა.
ფუჯის X-პრო 1 იქნება კამერა, რომელიც თუ მატრიცის და პროცესორის კომბინაციით დადებს ადექვატურ პროფესიონალურ სტანდარტს, დაიკავებს იმ ნიშას, ძალიან საინტერესოდაა გათვლილი, კერძოდ ლაიკა M9 ტიპის კამერა მაგრამ მის 1/3 - 1/4 ფასში. თავისი კლიენტურა ეყოლება ამ სისტემას (ყურადღებით! სისტემას აკეთებს მთლიანს - ახალი ტანი, ბაიონეტი, ლინზების სერია, ფლეში და ა.შ.) და ძალიან სერიოზულიც. მთავარია ხარისხი აღმოჩნდეს ბომბასტიკ-ფანტასტიკი.
უკვე გამოჟონა ფუჯისგან, რომ უფრო მჩატე და მომცრო, მაგრამ გულად ბიჭებს ამზადებს გამოსაშვებად. ვარაუდობენ, რომ X100-ის ახალ ვერსიას ვიხილავთ მალე (დავარქვათ X200): ახალი მატრიცით (X-Pრო1-ისგან), გამოსწორებული ფანდურობებით, კვლავაც ფიქსირებული ფართე ლინზით და ფასით 1000 მწვანის საზღვარზე.
ასე, რომ ბუდუტ ი სტიხი, ი მატემაწიკა.
პ.ს. ბუმბულივით მჩატე, 1Dს-ის ხარისხით და კიდო წყალქვეშაც რომ იღებდეს, ეგეთი მგონი ნასა-ში არ აქვთ ჯერ.