BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> Digital RF ანუ მომცრო ბიჭები დიდი ... გულით, :):):) ახალი ნიშაა, ეკუთვნის თემა

| |
Raulito
post May 13 2010, 11:24
#1 

Master Master
2,310


არაა დიდი ხანი რაც ოლიმპუსმა გაისროლა პირველი ციფრული პენ-ი, მერე პანასონიკი მიჰყვა. ის კი არა უკვე მე-2 სერიაც გამოფინეს მზეზე. იქ ლაიკამ დააძახა, რაღას 4/3 ფორმატიო, აჰაა და ბარემ არასრულ-მატრიციანი სარკე-შუშაბანდიანი კამერის ზომა გული ჩავუდოთო (ნუ, დააფასა კიდეც როგორც იცის ხოლმე მაგ ფინთმა მაგან!).

ამ ყოლიფერმა შენ უყურე და კაი გნიასი გამოიწვია ფოტო-ამქარში. მითამ ახალი ნიშა-ნიკორა სჩითამსო ?- გაუბედა და იკითხა ზოგმა. არაო, სანამ ბობოლები არ გაერევიანო მაგ საქმეშიო, მანამ არც იფიქროთო. საინტერესო კი არის, დორბლმდენიც კიო, განსაკუთრებით ეს საყვარელი რეტრო სტაილინგიო.

მოკლედ, გამოხდა ხანი და პირველი ბობოლაც გამოკუსკუსდა ასპარეზზე. ეხლა, აქ ნუ დავიწყებთ ეგ რა ბობოლააო, ეგ გუშინდელი გამოჩეკილი ბახალაო, ესაო ისაო - გუშინდელია თუ დღევანდელი, იმფერი ლაჯით შემოვიდა ამქარში რო არ იქნება მაგის ისა, რა ჰქვია, ჰო, იგნორირება. სონი-ზე ვამბობ რაღა.. ჰოდა აი, ამოიღო და დადო . თან ერთი კი არა ორი დადო: "ნექს-5" და "ნექს-3":

http://www.dpreview.com/previews/sonynex5/

ეხლა დიდი ქოთ-ქოთია - ადრეც კი იყო ისე, ჩვენში დარჩეს - ქენონა და ნიკორა თუ ხარშამენ ჩუმად ძვლიანსაო თავის ლაბარატორიებში. გულფანცქალა ფოტოჯეელობა ამბობს რომა არ იქნება რო არა შვრებოდნენო. რავი, მეც ეგრე მგონია - ძაან პრაქტიკული რამეა და ვერ წაუვლენ. თანაც ფული ხო უყვართ არა? მაშ როგორ?! მე პირადად რაღაი ქენონიანებში ვწერივარ, ველოდები, თან სული მიკაწკაწებს, ძაან თუ გასჭიმჭიანურეს ამათ, მანამდე ხომ არ ჩავბღუჯო ოლიკო ბიცოლა-თქო...

ჰოდა ეგრე. ეს ამდენი იმიტომა, რომა ერთი თემა კი ეკუთვნის ამ ახალ ციფრულ რეინჯფაინდერულ ჯეელებსა და გავხსნათ რაღა... და დავყაროთ ინფოები, ტესტები და თუ ვინმემ გაუბედეთ და იყიდეთ უკვე, თქვენი შეფასება-ჰაზრებიც არ დაამადლოთ ბოკესა.

იხარეთ და იმრავლეთ ამ გაგანია მაისში. ჩემკენ ცხელა, რა ვქნა. smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topic
wrangler
post Jan 11 2012, 14:27
#2 

Amateur Amateur
1,402


Raulito,

ხო მაგრამ ყველას სხვადასხვა მოთხოვნილება აქვს

პირადად მინდა მეორე კამერა, რომელიც იქნება პატარა(მთაში რო ვატარო რთულ მარშუტებზე და ასევე ყოველდღე კურტკის ჯიბით)
1) პეიზაჟები უნდა გადაიღოს ნორმალური, (მაგ მხრივ გაშლილ კუთხეზე არაუშავთ კაი კომპაქტებს)
2) მაკრო ახლოდან ბუნებრივ განათებაზე (ახლოდან იმიტომ რომ 1.2 დიაფრაგმა არცერთს არ აქვთ ეხლა მაგა რო 50 სანტიმეტრიდან გადაიღო კენჭისტოლა რამე და ბლარი გაუკეთოს უკან)

მაგიტომ მეორე კამერად არ მაყობს დიდ მატრიციანი კომპაქტები და მაგიტო უნდა დავეძალო G9, G12 ს და მისნაირებს

კაი მაკრო ლინზა რო მივადგა ჩემ 20D ს ჯერ ერთი ეგრე 500$ მაინც უნდა რამე ნორმალურს და მეორეც ისეთ ექსტრემალურ პიროებში მიწევს ხოლმე აპარატის ხმარება, მაჯის საათივით უნდა გქონდეს მორგებული იქ. ბალაყანა რამეს ვერ ვათრევ.. ხან ჯიბიდან უნდა ისროლო კადრი და ხან ფეხის თითებით დააჭირო გადასაღებ ღილაკს lol.gif

მოკლედ მივმართავ აპარატების მწარმოებლებს: გამოუშვით რამე ულტრაკომპაქტ ან კომპაქტ კამერა მინიმუმ 3/4 მატრიცით და კარგი მაკრო მაჩვენებლIთ და ერთ ცალს მე ვიღებ უეჭველი!
თუ არადა ვივლი ისევ შევარდნაძის დროინდელი IXUS 60 ით (გალერეაში 99% მაგით მაქვს გადაღებული, 20D მაჩუქეს ეხლა, მარა დრაივერი ვერ ვიშოვე და სურათები ვერ გადამქვს კომპში lol.gif )


ფუჯის კაი ის აქვს რო სამივე ობიექტივი ფიქსირებული ფოკუსური მანძილითაა და არამგონია ქენონმა რო სულ L ის ლინზები ჩასვას ობიექტივში ზუმზე იგივე შედეგი მიიღოს wick.gif


აი ერთი ობიექტივი რო დაედო კიდე ფუჯის რამე 85 F/1.4 იფ იფ.....
მარა სად აქვთ მაგდენი ტვინი sad.gif
მოგი###ნთ მარკეტინგი :/

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Raulito   Digital RF ანუ მომცრო ბიჭები დიდი ... გულით   May 13 2010, 11:24
Archer   ეს ტექსტი მაგ საიტიდან გადმოაქართულე...   May 13 2010, 11:34
Raulito   ვიდი სწორედ რომ არ მომწონს სონიასი - ო...   May 13 2010, 11:50
Archer   ხოო ეს გემოვნების ამბავია. სანამ ხელ...   May 13 2010, 14:10
DaNi   ვნახე ინფორმაცია, მადლობა. :) შეფასება ...   May 13 2010, 14:37
toricheli77   რა კარგი რამეა ახალი ერა დაიწყო ფოტო...   May 13 2010, 16:50
Mishka Ramishvili   სიანმოვნებით ჩავიგდებდი ჩანთის რომე...   May 13 2010, 19:09
toricheli77   CMOS Sensor იქნებ ვინმემ ამიხსნათ რას ნიშნა...   May 13 2010, 19:32
DaNi   ციფრული ფოტო-აპარატის მატრიცის ტიპი...   May 13 2010, 20:52
jafara12345   ხარისხით CCD ჯობია, უბრალოდ CMOS წარმოებ...   May 13 2010, 22:37
DaNi   მადლობა. :) მაღალ ISO-ზე კი CMOS ჯობნის. :) For tho...   May 13 2010, 23:09
toricheli77   ზუსტად მაგ მიტივით ვიკითხე რადგან მ8 , ...   May 14 2010, 00:33
DaNi   მანდ, თვითონ სენსორის დამზადების ტექ...   May 14 2010, 20:10
Giorgi Janibegashvili   არანაირი ახალი ერა არ დაწყებულა,რა ნა...   May 14 2010, 23:11
DaNi   ვეთანხმები, არ მომწონს ამ ტიპის კამე...   May 15 2010, 12:30
toricheli77   http://it.leica-camera.com/photography/compact_cameras/x1/ ესეც სავარაუდო...   May 14 2010, 23:23
Nika Pkhakadze   ამ ტიპის კამერის ხიბლი არის დიდი მატრ...   May 15 2010, 14:34
tandila   მე არ მომწონს რომ ოპტიკური სამიზნეებ...   May 15 2010, 19:15
Raulito   აჰა, ბატონებო, ვისაც რეტრო და ვინტიჯ ს...   Sep 20 2010, 11:20
Raulito   სიახლეებიც წამოვიდა! ქენონმა დააგდ...   Jan 10 2012, 14:30
wrangler   Raulito, კარგი რამე დადო ქენონმა G1 x ის სახი...   Jan 10 2012, 21:25
Raulito   wrangler, სპეციფიური ტიპის ფოტოგრაფიისთვი...   Jan 11 2012, 11:19
wrangler   ამ სათამაშოს შესახებ იცოდით რამე??????? htt...   Jan 11 2012, 17:26
LOOSER   მომწონს მე ესეთი მაიმუნური რაღაცეები...   Jan 14 2012, 02:56
Nika   wrangler, თან პეიზაჟი და თან მაკრო და კაი ხა...   Jan 14 2012, 11:08
wrangler   Nika, ოქროს შუალდი ;) ამუ ყველაფერში ოპტი...   Jan 14 2012, 13:44
Raulito   ფუჯის X-პრო 1 იქნება კამერა, რომელიც თუ ...   Jan 15 2012, 10:56
wrangler   Raulito, ნუ გააზვიადე ეხლა შენ :) ნორმალური ...   Jan 15 2012, 13:20
Raulito   აჰა, ისევ ოლია დეიდა კისკასობს. გუჯას ...   Feb 9 2012, 12:08
Nika Pkhakadze   ისე ოლიმპუსი გამოუშვებდეს ფულფრეიმს...   Feb 9 2012, 21:27
Lasha Palavandishvili   Raulito, Focal length multiplier 2× :arvarga: მემგონი ლაიკა მ9 და...   Feb 9 2012, 13:20


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 18th June 2025 - 12:00

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'