ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
აბსოლიტურად ვერ დაგეთნხმები. რაც ეხლა აღწერე იგივეა რაც ალუბლის ნატურალური კომპოტის და ალუბლის "იუპის" (თუ გახსოვთ) შედარება. ერთი კადრისგან მიღებული შედეგი ვერც კი შეედრება 3, 5 და მეტი კადრისგან მიღებულ შედეგს. ეს ფოტო რაც მაგალიტად არის მოყვანილი ჩემის მოკრძალებული აზრით გაფუჭებულია ზედმეტი დამუშავებისგან. ჩვენს გვაქვს საუბარი ბრეკეტინგზე და არა ჰდრ-ზე.