ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
ნუ ტექნიკა და პროგრამული უზრუნველყოფა უკვე იმ დონეზე დგას, რომ ბრეკეტინგის ფუნქციის გამოყენება თითქმის უაზრო ხდება. ვინაიდან ფოტოები დამუშავებას მაინც საჭიროებენ, მაშინ მე თავდ მირჩევნია ერთი კადრი გადავიღო ნორმალური ექსპოზიციით. შემდეგ ფოტოშოპში მისგან 3 კადრი შევქმნა, ნათელი, ნორმალური და მუქი, შევიტანო ფოტოშოპის დამატებით პლაგინში სახელად Photomatix Pro 3 და ისე დავამუშაო რომ არც ცა მექნება გადანათებული და გადამწვარი და არც მიწა
ნუ ამ კადრს შემდეგ ფერებიც ავუწიე და ცა თითქმის გავაშავთეთრე. მაგრამ ჩანს ალბათ მაგალითის დონეზე რასაც ვგულისხმობ.
ისე თუ ვინმეს გსურთ ეს პლაგინი და ინტერნეტში ვერ მოიძიეთ, დამიპიემეთ თქვენი მეილის მისამართი და გამოგიგზავნით.