ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
Nikoloz Mameishvili, კი ეგ კარგი ფუნქციაა მაგრამ მისი ერთი აუცილებელი პორობაა, შტატივი, რომელიც ხშირ შემთხვევაში თან არ გაქვს ადამიანს და თან არც ბრეკეტინგი იძლევა ისეთ სასურველ შედეგს, რომ შემდგომი დამუშავება არ იყოს საჭირო. უბრალოდ საქმეს აადვილებს შედარებით. ნუ რა თქმა უნდა, როგორც მაღლა არაერთხელ აღინიშნა, თუ კარგი კამერით და ობიექტივით არ ხარ შეიარაღებული. თუმცა არაერთხელ მაქვს ნანახი, რომ გერმანელები მარკ2-ით და L ლინზებით გადაღებულ კადრებსაც ამუშავებენ. რომელთაც ჩემი შეხედულებით საერთოდ არ სჭირდებოდათ დამუშავება.