ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
გასაგებია, მაგრამ მე ეხლა ერთ კარგ რამეს გეტყვი ან გასწავლი თუ აქამდე არ გქონია შეხება. არსებობს ბრეკეტინგის ფუქცია, რომელსაც ფირზე რათქმაუნდ აგამოიყენებ რიგ კამერებზე, უბრალოდ ძალიან ხარჯიანია. ციფრულზე კი "გულაი ვასია" ))) 3, 5 ან 7 კადრი სხვადასხვა ექსპოზიციით და ის დილემა რაც შენს წინაშე დგას მოხსნილია სულ მარტივად ))