ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
Nino Baidauri, გეთანხმები, რომ დღის სხვა მონაკვეთში და უკეთესი ტექნიკის ერსებობის შემთხვევაში შეიძლებოდა მიმეღო ეგეთი კადრი, მაგრამ შენც, მეც და ბევრმა სხვამაც ვიცით რომ ამ კადრისათვის მთელი დღე ვერ დაიცდიდი, რომ საჭირო განათებას ჩასაფრებოდი, და არც სხვა კადრებისათვის. არც ეგეთი ტექნიკა მოგვეპოვება ყველას, ყველას რა რამდენიმე გარდა არავის.