ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
არა, კეშა, ფირსაც სჭირდება და ზოგი ფირიც შეგიძლია დაამუშაო ისე, ორიგინალსა და საბოლოო შედეგს შორის ბევრი აღარაფერი იყოს საერთო. მაგრამ ფირს ნაკლებად სჭირდება, აუცილებლობა ნაკლებია. როგორც ნიკამ თქვა, თუ სწორად გადაიღებ. მცირედი რედაქტირება უნდა, ისიც იმიტომ, რომ აციფრულებ : )) ასკანერებ და ვებისთვის ამზადებ. მაღალი ხარისხის ციფრული აპარატურის ქონისას, ასევე თუ სწორად გადაიღებ, ფოტოშოპის ჩარევა ამ შემთხვევაშიც არაა ძალიან აუცილებელი, მაგრამ არც ასეთ აპარატურაზე მიუწვდება უმრავლესობას ხელი, ჰოდა ცოდნაც რომ ჰქონდეთ, ისევ ფოტოშოპში უწევთ ჩალიჩი.
ბოლო ფოტო რომ დადე, მანდ შეიძლება დღის სხვა მონაკვეთში და მზის სხვა პოზიციისას ასე ვთქვათ, უფრო გამოსულიყო ისეთი, როგორიც გინდოდა. თუ არადა, სხვადასხვა ფილტრებით და ა.შ. შეიძლება მსგავსი მოეიჩდიარო ეფექტის მიღება. მაგრამ დაზუსტებით ვერ გეტყვი, არ ვიცი.