ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
Nikoloz Mameishvili, აი ის დილემა, რომლის წინაშეც ვარ ხოლმე მე პირადად: ესეც დუბროვნიკია, ხორვატია, ძველი ქალაქის ერთ-ერთი ვიწრი ქუჩა.
რა აპარატიც არ უნდა მქონოდა, დამუშავებისას მიღებულ შედეგს ვერც ერთი ვერ მაჩვენებდა. ასეთი განათებაა რა, ან ქვედა ნაწილი ჩაგივარდება, ან ცას დაწვავ, ფირზე იგივე არ მოხდება? მე ვამჯობინე ცა არ დამეკარგა, თავისთავად ორიგინალ ფაილში ექსპოზიცია დარღვეულია, მაგრამ არ დავკარგე ფერები.