ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
საბოლოოდ შედეგი კარგია, მაგრამ სწორი ექსპოზიციით რომ გადაიღო ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებ ფირს რაც შეეხება, ძალიან მიზერული ჩარევა ჭირდება თუ სწორად იღებ, განათებას ძალიან კარგად გრძნობს.
კი ბატონო, მშვენიერი ბაზისია მშვენიერი საბოლოო შედეგით