ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
Nikoloz Mameishvili, ნუ ვერტმფრენიდან ან თვითმფრინავიდან რომ იღებ რამდენიმე ძირითადი პრობლემა იჩენს თავს: 1. უცნაური განათება 2. მაღალი სიჩქარე ტრანსპორტის, კადრი უცებ იცვლება 3. ჰაერის მასა, მტვერი რომელიც ბინდივით ჩანს კადრებში და ექსპოზიციას აფუჩებს 4. ილუმინატორის შუშა.
ცოტა რთულია, ვერ შევეჩვიე ჯერ, ვერ დავამუღამე სინათლის, განათების ასეთ სწრაფ ცვალებადობას ჯერ იგივე შეიძლება ითქვას ზღვის პეიზაჟებზე, ორთქლი რომელიც ზღვაზეა ჩამოწოლილი ჰაერში, მასიურად აღიქმება მატრიცაზე და როგორ მოვახერხო რომ არ გამოჩნდეს არ ვიცი ფერებს მაინც მიგდებს.
რაც შეეხება D70-ით გადაღებულ კადრებს იქ არეულია ისედაც ყველაფერი სიძველისგან და ბევრჯერ დავარდნისგან ისედაც არეული აქვს ყველაფერი.
ახლა მაქვს D700 და ჯერ ვერ ვამჩნევ ექსპოზიციის ხარვეზებს, უბრალოდ მაინც ოდნავ ჩაწეულ განათებით ვიღებ, ამონათებას ყოველთვის ვაკეთებ და მირჩევნია გადანათების ზღვარზე არ გადავიღო
Nino Baidauri, მოდი უნდა გაკოცო :*
აუ ფირის კადრებსაც ისე მაგრად ვამუშავებ როოოომ მაიტა და ყველაფერს დავამუშავებ, არ თქვას ახლა ვინმემ რა რომ ის რასაც ფირით იღებ ვსო, მზა მასალაა თანემდროვეფოტოგრაფიაში ფოტოშოპის გარეშე არსად არ გადის მასალა. მაგ კი არა ახლა რაღაც საიტი გავჩითე donanza.com სადაც აუქციონის წესით ფოტოგრაფებს სთავაზობენ სამსახურებს ჩერეზ ინტერნეტით, სამუშაოების 90% პროფესიონალი ფოტოგრაფების და სტუდიების მოძიებაა, რომელებიც კარგად დაამუშავებენ ფოტოებს. საუბარია ათი ათასობით კადრის ფოტოშოპში გატარებაზე. ანაზღაურებაც ძალიან კარგია