ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
ჩემი პირველი ციფრული ფოტო, რომელზეც ბევრი ვიმაიმუნე, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ღირდა, მაინც ვერ გავაკეთე, რაც მინდოდა, მაგრამ საამთემო სხვა არაფერი გამახსენდა. არც ციფრული ამიღია მას შემდეგ ხელში ერთი-ორი ექსტრემალური შემთხვევის გარდა. გადაღებულია მანქანაში, ავტორეჟიმზე იყო ყველაფერი დაილოცოს ფირი, სად მაქვს ამისი ნერვები, პიქსელ-პიქსელ ვაწყო ფოტოები