ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
ვეთანხმები კეშას. ძველად მეც ფირით ვიღებდი და კარგადაა ჩემთვის ცნობილი ყველა ის განცდები და მუღამი, რაც ფირის ფოტოგრაფიას მოაქვს. მაგრამ ციფრულს სხვა მუღამი აქვს. თუ არ ჩავთვლით სწრაფ რეჟიმში გადაღებულ კადრებს, როდესაც არც ფიქრობ ისე იღებ, რადგან მასალა აკრიფო, ფოტოს გადაღებისას უკვე იცი ადამიანმა რას იღებ, როგორ იღებ, როგორ დამუშავდება და რა გამოვა საბოლოოდ. დაახლოებითი მონახაზი მაინც გაქვს მინიმუმ. გადაღებიდან დაბრუნებული კი ანხორციელებ ჩანაფიქრს და თუ ის გამოვიდა, რაც ჩაფიქრებული გქონდა, არანაკლები განცდაა, ვიდრე ფირით გადაღებული დაბეჭდილი კადრის ხილვა. ბევრჯერ ისეც მიცდია, რომ კამერის დისპლეი გამითიშავს და ისე გადამიღია სერიები, ერთხელ არ დამიხედავს დისპლეიზე, თუ რა გამოდიოდა. მხოლოდ შინ დაბრუნებულს დამითვალიერებია გადაღებული კადრები. ამასაც სხვა ხიბლი აქვს. ასე რომ მთავარია იმ პროცესმა, რასაც აკეთებ სიამოვნება მოგანიჭოს, და რას აკეთებ და როგორ, მაგას ვფიქრობ არსებითი მნიშვნელობა არააქვს. და გთხოვთ, ნუ დავიწყებთ იმის მტკიცებას როგორი გადაღებაა უფრო უპრიანი და ნამდვილ ფოტოგრაფული. ყველანაირ გადაღებას და თუნდაც მერე დამუშავებას თავისი მუღამი აქვს. ვისაც როგორ მოსწონს ისე აკეთებს, ისევე როგორც პომიდორს ჩვენ მარილს ვაყრით და ისე მივირთმევთ, ჩინელები კი შაქარს აყრიან და ისე