ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
სულ სხვა რაღაცას იგებ, და სულ სხვა რაღაცას ქმნიიი :O ულამაზესს, უდაოდ. მაგრამ რავიცი
ალბათ მე რო არ მაქვს საერთოდ შეხება, და არ ძალმიძს ესეთი რამეების კეთება მაგიტო ვარ ესე )) არ ვიცი
საქმე როგორაა იცი? როდესაც ვიღებ უკვე ვიცი თუ რატომ ვიღებ და რა იქნება საბოლოო შედეგი, ეს დამუშავების პროცესში არ მოდის მთავარია რას ხედავ შენ იმ მომენტში, ანუ შენ როგორ აღიქვამ კადრს, კამერა ყოველთვის ვერ დაინახავს იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ, ვერც იმ ფერებს გადმოსცემს, ამიტომაც ვცდილობ ხელოვნურად შევქმნა ის რასაც ბუნება ისედაც ქმნის