ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
სამწუხაროდ ორიგინალი ფოტოები ლეპტოპში მაქვს და ეკრანი აქვს გატეხილი, აქ ვერ გაჩვენებთ, მაგრამ უნდა ვაღირო, ფოტოშოფში უმარტივესი იარაღების გარდა არაფერი გამეგება, ვასწორებ ძირითადად კონტრასტს, შარპენს და ფერებს. გარდა ფოტოშოფისა, "ხმაურის" მოსაცილებლად ვიყენებ neat-image-ს და გარდა ამისა (პატარა საიდუმლო), ვიყენებ HDR-ის დემო ვერსიას (ასევე უმარტივესი იარაღებითურთ), რომელიც ძალიან მეხმარება ექსპოზიციის კორექციაში.